დავით ბაქრაძე: ხელისუფლება დღემდე დაკავებულია წარსულთან ბრძოლით, თავის მართლებითა და მტკიცებით, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის
24-10-2018, 23:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2018“ გადაცემის წამყვანის კითხვის  – „რა არის თქვენი მთავარი იდეა“ პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება, „ქართულმა ოცნებამ“ კი, ქვეყანას განვითარება ვერ მოუტანა.

 

 

ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება დღემდე წარსულთან ბრძოლითა და  თავის მართლებით  არის დაკავებული.მისივე თქმით, საქართველო დღეს არის ცუდად და შველა სჭირდება.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ  შველა მდგომარეობს ხელისუფლების შეცვლასა და ქვეყნის წინ წაყვანაში.

 

 

„ჩვენი მთავარი იდეა არის ის, რომ საქართველოს სჭირდება წინსვლა, საქართველოს სჭირდება განვითარება. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას ვერ მოუტანა განვითარება. ხელისუფლება დღემდე დაკავებულია წარსულთან ბრძოლით, ხელისუფლება დღემდე დაკავებულია თავის მართლებითა  და დღემდე დაკავებულია იმის მტკიცებით, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად და ხალხი ვერ იგებს.

 

 

ქალბატონმა სალომემ ბრძანა, არც ისე ცუდად არის საქართველოო. ცუდად არის ქალბატონო სალომე საქართველო და თქვენ რომ ხალხში დადიოდეთ, თქვენ რომ ხალხს ეკონტაქტებოდეთ, ნახავთ, რომ საქართველო არის ცუდად და ცუდად ყოფნას სჭირდება შველა.

 

 

შველა არის დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა. შველა არის საპრეზიდენტო  არჩევნებზე მოსვლა და განსხვავებული არჩევანის გაკეთება. შველა არის ქვეყნის წაყვანა წინ მომავლისკენ, ყოველგვარი დაპირისპირებისა და შურისძიების გარეშე.

 

 

გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც იქნება თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი საქართველოში. ვისაც ეცოდინება მათი გაჭირვება, ვისაც ეცოდინება მათი პრობლემა და ვინც თავის თავს ჩათვლით ვალდებულად, დაეხმაროს თითოეულ ადამიანს ამ ქვეყანაში.

 

 

აი ეს არის წინსვლა, ქვეყანას სწორედ წინსვლა სჭირდება, სწორედ ხალხის პრეზიდენტი სჭირდება და არა კაბინეტში გამოკეტილი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ხედავს ხალხზე ზემოთ. ეს არის ის მთავარი დაპირება, რომლითაც ჩენ მოვდივართ – ცვლილება, უკეთესობა, მშვიდობიანი განვითარება, რადგან დღეს საქართველოს უჭირს, დღეს ქვეყანა არის კრიზისში და ის, რომ ქვეყანა არც ისე ცუდად არის, მიმაჩნია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვერც „ქართული ოცნება“, თუნდაც გუშინ მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ აღმშენებლობა მიდის და ვერც მისი კანდიდატი ქალბატონი ზურაბიშვილი ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ  პრობლემებს, რომელიც დღეს ქვეყანაშია“, განაცხადა ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი