სალომე ზურაბიშვილი: შემიძლია, ევროპელებსა და ამერიკელებს ვესაუბრო ერთი ერთზე, თანასწორად და არა ძველი საბჭოთა კომპლექსებით
24-10-2018, 23:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაქვს ევროკავშირთან მუშაობის გამოცდილება, ვმუშაობდი ნატო-ს „შტაბკვარწირაში“ და ვიცი, რა ხდებოდა 2004 წლამდე, როდესაც ნატო-სა და ევროკავშირში ცენტრალური ევროპის ქვეყნების შესვლის პროცესი მიმდინარეობდა, – ასე უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „დებატები 2018“-ის წამყვანის კითხვას, როგორ მოახერხებს იმ წინააღმდეგობების დაძლევას, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეხვდება, მათ შორის რუსეთის ნეიტრალიზებას.

 

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლის ყველაზე რეალური გეგმა არის ნაბიჯ-ნაბიჯ და შეუჩერებელი სვლა.

 

 

„მე მაქვს ამის პირდაპირი გამოცდილება, ერთი იმიტომ რომ ვმუშაობდი ევროკავშირთან. ნიცის ტრაქტატის უსაფრთხოების ნაწილი ჩემი დაწერილია. ვმუშაობდი ნატო-ს „შტაბკვარწირაში“ და ვიცი, რა ხდებოდა 2004 წლამდე, როცა ევროკავშირსა და ნატო-ში ცენტრალური ევროპის ქვეყნების შესვლის პროცესი მიდიოდა.

 

 

იმ დროს იგივე წინააღმდეგობები იყო რუსეთის მხრიდან. ძალიან ნათელი იყო ერთი რამე, რომ წინააღმდეგობა იზრდებოდა, როცა იყო „სტოპ ენდ გო“ – გაჩერება და წასვლა. ყველაზე რეალური სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ არის ნაბიჯ-ნაბიჯ და შეუჩერებელი სვლა.

 

 

დღეს იმის თქმა, რომ ბრექსიტი არის კატაკლიზმი, არასწორია. ეს არის კრიზისი ევროკავშირისთვის, მაგრამ ამ კრიზისმა შესაძლოა, ახალი ფორმატები მოგვცეს. ამ საკითხზე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, რომელიც ამ საკითხებში გარკვეულია.

 

 

რადგან ბრიტანეთისთვის ახალი ფორმატები მუშავდება, ამ ახალ ფორმატებში საქართველომ შეიძლება ახალი ადგილები მოიპოვოს. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მომთხოვნები და სხვანაირად ვესაუბროთ ევროკავშირს. რეგიონში გვაქვს ის სტაბილურობა და ადგილი, რომელიც უფრო მეტად არის დასაფასებელი. მე ის უპირატესობა მექნება, რომ ევროპელებთან და ამერიკელებთან შემიძლია ვილაპარაკო ერთი ერთზე, თანასწორად და არა ძველი საბჭოთა კომპლექსებით“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი