სალომე ზურაბიშვილი: ზოგიერთები 29 ოქტომბერს აპირებენ, ჩემი გადადგომა მოითხოვონ, იმდენად დარწმუნებული არიან, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ
25-10-2018, 08:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ეს იქნება ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა თუ ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში „დებატები 2018“ შემაჯამებელი გამოსვლისას განაცხადა.

 


მისი თქმით, უნდა დასრულდეს სიძულვილი და პოლარიზაცია, რაც ქვეყნისთვის ძალიან დამანგრეველია.

 


„როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე გავიმარჯვე, რადგან როგორც ზოგიერთები სოციალურ ქსელებში აცხადებენ, 29-ში გამოდიან, რომ ჩემი გადადგომა მოითხოვონ, იმდენად დარწმუნებული არიან არამხოლოდ გამარჯვებაში, არამედ იმაში, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ.

 

 

აქ წარსულზე საუბრობდნენ, სწორედ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ, არ უნდა დავბრუნდეთ იმ დაპირისპირებაში, რომელიც იყო და, რომელიც საარჩევნო კამპანიიდან ჩანდა, თუმცა არა ჩემგან. მე პირადად ერთი სიტყვაც არ მითქვამს, მაგრამ აღარ ვიტყვი, რა თქვეს, თქვენმა პარტიიდან ბატონმა უგულავამ და სხვებმა, მგონი, ეს ყველამ კარგად იცის.

 


უნდა დავასრულეთ ეს სიძულვილი, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ასევე პოლარიზაცია, რაც არის ძალიან დამანგრეველი, უნდა გადავიდეთ გაერთიანებულ საზოგადოებაზე. შეიძლება პარტიებმა განაგრძონ თავიანთი პოლიტიკური ქიშპობა, ეს ალბათ ასე იქნება, მაგრამ ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ეს იქნება ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა თუ ქვეყნის განვითარება.

 


ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებას, ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. მე დავპირდი ხალხს, რომ არამხოლოდ მოვივლიდი და მოვიარე საქართველო და რეგიონები, არამედ დავპირდი, რომ ჩავალ და არ ვიქნები ჩამჯდარი სადღაც სასახლეში.

 


რეგიონებიდან უნდა მოვიფიქროთ, რა არის განვითარების ახალი ფორმები, ახალი მიმართულებები.

 


ადმინისტრაციაში მეყოლება სამი საბჭო, ერთი იქნება დაუცველი ფენების, შშმ პირების საბჭო, მეორე – სამხედრო ექსპერტთა საბჭო, რათა არ დაგვავიწყდეს რომ პრეზიდენტი მთავარსარდალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი