დღევანდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა საკუთარი თავი, ერთადერთი გზა ამ ქვეყნის განვითარებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის დამარცხებაა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემა „დებატები 2018“-ში.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღევანდელმა დებატებმა ამომრჩეველს აჩვენა, რომ ხელისუფლების კანდიდატს არ აქვს მკაფიო ხედვა და გეგმა მომავალთან დაკავშირებით, არ აქვს გაცნობიერებული რამდენად უჭირს დღეს საქართველოს.
„ხელისუფლების კანდიდატი ვერ გვთავაზობს ვერაფერს, რომლითაც ქვეყანას წავიყვანთ წინ და ხალხს დავეხმარებით პრობლემების მოგვარებაში. დღევანდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა საკუთარი თავი. ქვეყნის განვითარებისთვის ერთადერთი გზა საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის დამარცხებაა, სწორედ ამაზე გადის საქართველოს წინსვლის გზა, ამის შესაძლებლობას გვაძლევს 28 ოქტომბერი. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მხარი უნდა დაუჭიროს და ხმა უნდა მისცეს არა კონკრეტულ კანდიდატს, არამედ მის საკუთარ, უკეთეს, საიმედო ხვალინდელ დღეს. ეს საიმედო ხვალინდელი დღე ვერანაირად ვერ გვექნება „ქართული ოცნების“ ხელში, რაც უკვე გამოაჩინა განვლილმა ექვსმა წელმაც და დღევანდელმა დებატებმაც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმითვე, ქვეყანას სჭირდება წინსვლა, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და ეს ცვლილებები უნდა იყოს მშვიდობიანი, დაცლილი ყოველგვარი შურისძიებისა და რევანშისგან.
„არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, შეაშინოს ჩვენი საზოგადოება და არჩევანი გააკეთებინოს ცუდსა და უარესს, ჭაობსა და არეულობას შორის. ამ ქვეყანაში აუცილებლად იქნება სიმშვიდე, აუცილებლად დასრულდება პოლიტიკური დევნა და ქვეყანა აუცილებლად წავა წინ, ეს არის ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის და ჩვენი პოლიტიკური განაცხადი. ყველას მოვუწოდებ, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა საკუთარი ცხოვრების უკეთესისკენ შესაცვლელად, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთესისკენ შესაცვლელად, აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე, რადგან თითოეული არმოსული ადამიანი, ეს არის ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმა. მოვიდნენ არჩევნებზე, მოვიგოთ და ერთად ავაშენოთ საიმედო ხვალინდელი დღე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.