გრიგოლ ვაშაძე: ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს კომენტარები მიმინდია სუბელიანისა და ფარცხალაძის კრიმინალური დაჯგუფების წევრებისთვის, მათ უკეთესად ესმით
25-10-2018, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს კომენტარები მიმინდია სუბელიანისა და ფარცხალაძის კრიმინალური დაჯგუფების წევრებისთვის, მათ უკეთესად ესმით, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.

 


გადაცემის წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს კითხვით მიმართა: „ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გარკვეულ დროს ხელს უშლიდნენ ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესს. რამდენად არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი თქვენთვის ის თემა, რაზეც აქტიურად შეძლებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რომ მივიღოთ ჩვენი საწადელი – ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.

 


წამყვანის კითხვაზე გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა:

 


„რაც შეეხება ევროპულ და ატლანტიკურ ინტეგრაციას, რომელსაც მე ცოტა ადგილებს შევუცვლიდი – ატლანტიკური ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან ის კატაკლიზმები, რომელიც ევროპის კავშირში ხდება, ბრექსიტიდან დაწყებული და ის, რომ რიგში ბალკანეთის ქვეყნები დგანან, ეს საშუალებას გვაძლევს, ვისწავლოთ იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც უკვე გვაქვს. ეს არის ასოცირების შეთანხმება, ყოვლისმომცველი და გაღრმავებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. ამის გამოყენება უნდა ვისწავლოთ.

 


რაც შეეხება ნატო-ს. თუ მე ჩამოგითვლით იმას, რაც ჩვენს დროს გაკეთდა, 2008 წლიდან 2012 წლამდე, მიხვდებით, რომ ვთანამშრომლობდით არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებთან, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასთან. რიგი ადამიანები მერე გადაბარგდნენ „ქართულ ოცნებაში“ და გახდნენ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები. ასე რომ, თუ ქვეყნის ინტერესებს შეეხება, ეს არც გამიჭირდება. ძალიან ბევრია ეს ადამიანი, აფიშირების გარეშე. კიდევ მოდის ჩემთან და რჩევას მეკითხება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი