"დასავლეთი საბერძნეთზე "მეტად" საქართველოსთვის "თავს არ შეიწუხებს!"
06-07-2015, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც ჩანს, გლობალური მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ევროატლანტიკური პოლიტიკურ–სამხედრო–ფინანსური ელიტა და ზოგადად ევროპელები, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, საბერძნეთის ეროვნულ ინტერესებს დიდად არ დაგიდევენ, მეტიც, უგულვებელყოფენ! საბერძნეთისას, რომელიც თანამედროვე კაცობრიობის ცივილიზაციის აკვნად შეიძლება ჩაითვალოს! როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის "მამებს" გარკვეული, თუნდაც საფუძვლიანი საფინანსო–ეკონომიკური პრეტენზიები აქვთ საბერძნეთთან?! ბერძენმა ხალხმა ხმა აღიმაღლა და არ ისურვა უსიტყვოდ დამორჩილებოდა უმდიდრესი ევროზონის დიქტატს, რომელიც მათ აზრს არ ითვალისწინებდა და ამიტომაც, საერთო ბერძნულ რეფერენდუმს ატარებს (როგორადაც არ უნდა დამთავრდეს ის!)! როგორ გგონიათ, კათოლიკურ-პროტესტანტულ–იუდეური ევროპა–ამერიკა, დღეს, ერთსქესიანთა "ქორწინების" უპირველესი დამცველი და დამკანონებელი ევროამერიკული ისტებლიშმენტი, ხომ არ მიიჩნევს მეორეხარისხოვნად მართლმადიდებელი ("ორთოდოქსი", როგორც დასავლეთში უწოდებენ მართლმადიდებლებს!) ბერძენი ერის და მათი უძველესი ქვეყნის ინტერესებს და სურვილებს, რაც ბერძნებს მათი ეროვნული ღირსების შელახვად მიაჩნიათ?! ამასთან დაკავშირებით, უნებლიედ მახსენდება სისხლიანი მეოცე საუკუნის მიწურული, ნატოს მიერ სერბეთის დედაქალაქის ბელგრადის რამდენიმე თვიანი მასირებული საჰაერო დაბომბვა, რასაც დასავლეთში ხსნიდნენ იმ აუცილებლობით, რომ სერბები ეთნიკურ წმენდას ახორციელებდნენ სხვა ერების მიმართ! თუმცაღა, სერბები სხვა ყოფილი იუგოსლავიის ხალხებზე ნაკლებად არ დაზარალებულან იმ პერიოდში, თუნდაც ავიღოთ ხორვატების ქმედება იმავე სერბების და ბოსნიელების მიმართაც, მაგრამ, ამის პასუხად ნატოს ხორვატიის დედაქალაქის ზაგრების დაბომბვა აზრადაც არ მოსვლია! ეს ისტორიული ფაქტები, "შემთხვევითობა" ხომ არ არის?! ცნობისთვის, სერბები მართლმადიდებლები არიან, ხოლო ხორვატები, კათოლიკები! მავანი იტყვის, რუსებიც მართლმადიდებლები არიან, მაგრამ გულმოდგინედ გვანადგურებენ სხვა მართლამადიდებელ ხალხებსო (ქართველებს, უკრაინელებს, მოლდოველებს), და მართალიც იქნება, რადგანაც რუსეთის პოლიტიკა, რომელსაც იგი ატარებს მის სამეზობლოში, უწინარესად, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიმართ, სწორედ რუსეთს დააზიანებს უპირველეს ყოვლისა და ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუ რუსეთი საფუძვლიანად არ შეცვლის თავის სტრატეგიას ამ ქვეყნების მიმართ! ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველომ სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს და გაითვალისწინოს საბერძნეთის კრიზისის მაგალითი, დასავლეთის დამოკიდებულება საბერძნეთისა და ბერძენი ხალხის მიმართ, შესაბამისად გააკეთოს დასკვნები, უწინარესად ის, რომ დასავლეთი საბერძნეთზე "მეტად" საქართველოსთვის "თავს არ შეიწუხებს" და ამიტომ, ზედმეტი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს ქართველ ხალხს, რასაც მას ყოველდღიურად "უჩიჩინებენ" ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მყოფი ქართველი ნეო–ლიბერალები!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი