მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და პასუხობდა იმ შეკითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს
25-10-2018, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და პასუხობდა იმ შეკითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს.

 

 

პრემიერის აზრით, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მოსაზრება უმთავრესი პრიორიტეტის შესახებ, რომ გვჭირდება ინსტიტუტების გაძლიერება.

 


„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და ამავე დროს ის პასუხობდა იმ კონკრეტულ შეკითხვებს, რომელიც შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სამოქალაქო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენი ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისთვის. ამავეს დროს პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ის უმთავრესი პრიორიტეტი, რომელიც დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება და ამავე დროს ჩვენ რას ვხედავთ. როდესაც „ქართული ოცნების“ მიდგომა არის, რომ მოხდეს ქართული პოლიტიკის დეპერსონიფიცირება მაქსიმალურად და გადართვა იმ რეჟიმზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გავაძლიეროთ ინსტიტუტები, თუ როგორ მოხდეს ჩვენი ინსტიტუტების ხარისხის დაახლოება იმ სტანდარტთან, რაც თითოეულ ჩვენგანს სურს, ამ შემთხვევაში ევროპულ სტანდარტთან, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ექაჩებიან უკან, სადაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ პერსონიფიცირებულ პოლიტიკას და იქ დემოკრატიული ინსტიტუტების როლი და ადგილი იყო ძალიან შეზღუდული. ეს იყო მთავარი მესიჯი... ჩვენი პოლიტიკური გუნდის უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერება და ის, რომ ქართული პოლიტიკა არ იყოს პერსონიფიცირებული ასე თუ ისე. ეს არ არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის და მე ვფიქრობ პარტიის თავმჯდომარის განცხადებები და მესიჯები იყო ძალიან კონკრეტული ამ საკითხთან დაკავშირებით... ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ სამოქალაქო სექტორი არის მნიშვნელოვანი დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისათვის“, განაცხადა ბახტაძემ. 

 


მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერა გააჩნია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი