წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების კაპიტალურად მოწყობა ოთხ სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს
25-10-2018, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით გზების კაპიტალურად მოწყობა მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.

 

 

"საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით 1 196 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 4 მსხვილი პროექტი განხორციელდება. დღეს დაიწყო რეაბილიტაციის სამუშაოები. ჩვენ აქტიურ რეჟიმში გავუწევთ მონიტორინგს თითოეულ პროექტს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ვადები და ხარისხი'', განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 


წყალტუბოს მერიის ცნობით, სოფლების - თერნალის, ბანოჯის, გეგუთის, ოფშკვითისა და მუხიანის გზების მოწესრიგებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ ადგილობრივები. რთულად სავალი მონაკვეთების აღდგენის შედეგად მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას შეძლებს, რაც სოფლად მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ბეტონის საფარი ჯამში 6 კილომეტრზე დაიგება, შესაბამის აღდგენით სამუშაოებს შპს "მიმდემი“ აწარმოებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი