საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის ტესტი იქნება, რასაც საზოგადოება ჩააბარებს ისე, როგორც ეს ქვეყანას ეკადრება.
პრემიერის თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.
„რამდენიმე დღეში, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღ გვაქვს - ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი სასურველი არჩევანი. საქართველო ამ არჩევნებით კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიის ტესტს ჩაატარებს და მე მჯერა, რომ ამ ტესტს ჩვენ ყველა, თითოეული ჩვენი მოქალაქე ისე ჩააბარებს, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება. ბუნებრივია, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა.
„საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, რომ გვქონოდა ნამდვილი ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, ვერ მოხერხდა გარკვეული პოლიტიკური ძალების რიტორიკის გამო.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ. მთელ წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყო თანაბარი და კონკურენტული გარემო და შესაბამისად, გპირდებით, რომ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დავალებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი, რათა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. მინდა ასევე მივმართო საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები. პირადად მე ვთხოვე რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და მინდა მადლობა გადავუხადო მათ გაწეული დახმარებისთვის - იცით, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოდის საპრეზიდენტო არჩევნებზე", განაცხადა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის სხდომამდე გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.