პოლიტოლოგი, სააკაშვილის ხელისუფლების განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილმა რომ 2012 წელს ხელისუფლება იყიდა“, იგი არ ელოდა, რომ „ის დემოკრატიული მმართველი იქნებოდა“. მისი თქმით, მთავარი შეკითხვა იყო, „რამდენად კრიმინალური მმართველი იქნებოდა ის“ და პოლიტოლოგის შეფასებით, ამის თაობაზე არსებული ვარაუდები უკვე დადასტურებულია.
„ბიძინა ივანიშვილმა რომ 2012 წელს ხელისუფლება იყიდა, მე არ ველოდი, რომ ის დემოკრატიული მმართველი იქნებოდა (ვინც გულწრფელად ელოდა ამას, კარგად იყოს); ძირითადი შეკითხვა იყო, რამდენად კრიმინალური მმართველი იქნებოდა ის. ბოლო დრომდე ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობდა; ახლა ის ვიცით. კრიმინალური მეთოდები არ არის გამონაკლისი, ეს ამ რეჟიმის ფუნქციონირების ნორმაა. ამის შესახებ შეიძლება ვარაუდები გვქონდა; ახლა ისინი დადასტურდა.
ახლა დაგვრჩა კიდევ ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა: რამდენად შეეგუება ქართული საზოგადოება კრიმინალური მმართველობის პრინციპს?“, წერს გია ნოდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.