„ქართული ოცნება“ მორიგ სოციოლოგიურ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც არჩევნების მოსალოდნელი შედეგი ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 54%; გრიგოლ ვაშაძე - 18%; დავით ბაქრაძე - 16%
25-10-2018, 11:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მამუკა მდინარაძემ მედიას ახალი სოციოლოგიური კვლევა გააცნო. "გვსურს, გაგაცნოთ მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა ჩატარდა ორგანიზაცია „ფსიქოპროექტის“ მიერ „ქართული ოცნების“ დაკვეთით. შეგახსენებთ, რომ „ფსიქოპროექტი“ არის ორგანიზაცია, რომელთანაც „ქართული ოცნება“ წლების მანძილზე თანამშრომლობს მაღალკვალიფიციური სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად. „ფსიქოპროექტთან“ თანამშრომლობა ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა არჩევნების შედეგების სწორად და ზუსტად პროგნოზირების საშუალებას", განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

მისი თქმით, პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები, არსებითად, გამოიყენება პარტიის მიერ საარჩევნო კამპანიის სწორად დაგეგმვის მიზნით , "თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ამჯერადაც გავაცნობთ საზოგადოებას მის შედეგებს".

 

 

 

"აღვნიშნავთ, რომ მორიგი კვლევა ჩატარდა გასულ კვირაში - ამა წლის 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. გამოკითხვა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და იგი მოიცავდა დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონს, ბუნებრივია გარდა ოკუპრებული ტერიტორიებისა გამოიკითხა 2200 რესპოდენტი. კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები იყო 3%.

 

 

 

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან (აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას) საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი მხარდაჭერა:

 

 

- სალომე ზურაბიშვილი: 30%

- გრიგოლ ვაშაძე: 11%

- დავით ბაქრაძე: 10%

- სხვა კანდიდატები: 7%

 

 

არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას - გამოკითხულთა 42%.

 

 

შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:

 

 

- სალომე ზურაბიშვილი: 54%

- გრიგოლ ვაშაძე: 18%

- დავით ბაქრაძე: 16%

- სხვა კანდიდატები: 12%

 

 

როგორც ხედავთ:

 

 

- გასულ კვირაში დაფიქსირდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მცირე ზრდა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მხარდაჭერის მცირე კლება;

 

 

- დაფიქსირდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობის რამდენიმეპროცენტიანი კლება;

 

 

- სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, ის იმარჯვებს პირველივე ტურში.

 

 

- მეორე ადგილზე გასვლის კვლავაც თანაბარი შანსი აქვთ გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს.

 


კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს არჩევნებში მაქსიმალური აქტიურობისკენ", განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი