გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მესტიაში მდებარე სასტუმროს შესახებ მასალებს უგზავნის და კითხულობს: „როგორ ხდება, რომ სახელმწიფო ქონება ადამიანებს გადაეცემა და ვალდებულებებს არ ასრულებენ?“
25-10-2018, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მმართველი პარტიის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ფინანსურ მდგომარეობაზე ინფორმაციისა და მასალების მიწოდებას აპირებს და ყოფილი პრემიერისაგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.

 


უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შპს „ოლ სიზონს“ 2012 წლის ზაფხულში მესტიაში სახელმწიფო ქონება, სააკაშვილის ხელისუფლების დროს აშენებული, კარკასულ მდგომარეობაში არსებული სასტუმრო გადაეცა, რომელშიც კომპანიას 2,7 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, მაგრამ „ოლ სიზონმა“, რომლის წილის 30%-ის მფლობელიც ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე, ნათია ხვისტანია, და რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა, ვალდებულებები არ შეასრულა, ამის მიუხედავად კი, მთავრობამ აღნიშნულ კომპანიას მაქსიმალური შეღავათები გაუწია, ჩამოაწერა პირგასამტეხლო და არაერთხელ გადაუვადა საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება.

 


„მე მინდა საზოგადოებას დღეს წარვუდგინო ვიქტორ ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. არსებობს ასეთი შპს „ოლ სიზონი“, რომელსაც 2012 წლის 10 ივლისს, სახელმწიფომ გადასცა უძრავი ქონება მესტიაში, აშენებულია პრაქტიკულად კარკასი და მას უნდა განეხორციელებინა 2,7 მილიონი ლარის ინვესტიცია, ანუ უნდა აემუშავებინა სასტუმრო. კომპანია „ოლ სიზონმა“ სახელმწიფოსაგან დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულება არ ან ვერ შეუსრულა.

 


2015 წლის 26 მარტს კი მთავრობის განკარგულებით, ეს კომპანია, ანუ „ოლ სიზონ“-ი განთავისუფლდა პირგასამტეხლოსგან, რომელიც ეკისრებოდა საინვესტიციო პირობების შეუსრულებლობის გამო. უკვე 2016 წელს, ერთი წლის შემდეგ, ასევე მთავრობის დადგენილებით, „ოლ სიზონს“ გაუგრძელდა საინვესტიციო პირობის შესრულება 2017 წლის 22 ივნისამდე და 2018 წელს, 3 ივნისიდან ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ხდება „ოლ სიზონის“ 30%-ის მფლობელი და ამ არჩევნებზე ქალბატონი ნათია ხვისტანი, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე სალომე ზურაბიშვილს სწირავს 50 000 ლარს.

 


ანუ კომპანია, რომელსაც სახელმწიფომ გადასაცა ქონება იმისათვის, რომ მესტიაში სასტუმრო გაკეთებულიყო, ნახევრად აშენებულია და უნდა დამთავრებულიყო. ამ კომპანიას სამჯერ „ქართული ოცნების“ მთავრობამ გადაუვადა პირობის შესრულება, პირგასამტეხლო, რომელიც უნდა გადაეხადა, ჩამოუწერა და მეტიც, წინსწრებით, ინდულგენციის მსგავსად წინასწარ უთხრა, რომ თუ კიდევ არ შეასრულებ, პირგასამტეხლოს მაინც არ გადაიხდი და საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ვიქტორ ჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გამხდარიყო მეწილე ამ სასტუმროსი და შესაბამისად, როგორც პრინციპით, ხელი ხელს ბანს, მათ გადაურიცხეს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი.

 


„მე მინდა გითხრათ, რომ მესტიაში ეს შენობა ჩვენ გავაკეთეთ და დასამთავრებელი იყო მხოლოდ. უკვე 6 წელი გავიდა და „ქართული ოცნების“ მავნებლობა და კორუფციული ჟინი იქამდე არ წყდება, რომ - ერთია, რომ მათ პირდაპირ საკუთრებაში წაიღეს ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე არის, რომ ეს ყველაფერი არ გაკეთებულა. ანუ 6 წელიწადია შენობა ფუჭდება იმის მაგივრად, რომ იქ ტურისტები ისვენებდნენ.

 


მე მინდა ბატონ ივანიშვილს მივმართო და ვუთხრა ხვალისთვის ჩვენ, აგერ ეს მასალები შემიძლია მე გავუგზავნო, და ხვალისთვის მინდა მოვისმინოთ ახსნა უკვე არა ირაკლი სესიაშვილთან დაკავშირებით, არამედ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, როგორ ხდება რომ სახელმწიფო ქონება ადამიანებს გადაეცემა, ვალდებულებებს არ ასრულებენ და მათ უკან და უფრო სწორად ღიად უკვე, პირდაპირ მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები“, განაცხადა უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი