საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ავღანეთში ქართულ საჯარისო კონტიგენტში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ინფორმაცია ვაშაძის დიდი უპირატესობით გამარჯვების შესახებ ქართული საჯარისო კონტიგენტიდან მიაწოდეს.
„ახლახან შემატყობინეს ავღანეთში ჩატარებულ ქართულ საჯარისო კონტიგენტიდან - იქ უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ.
ყველაზე მაგარი ქართველები მაგალითს აძლევენ დანარჩენ საქართველოს. ქართულ ჯარს გაუმარჯოს", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.