ყოფილი პრემიერ მინისტრის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ამჟამინდელი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, დიდი ალბათობით, პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას.
როგორც რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ზურაბიშვილის პირველივე ტურში გასამარჯვებლად, „ქართული ოცნების" ამომრჩევლის მაქიმალური მობილიზებაა საჭირო.
„ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, დიდი ალბათობით და არა აუცილებელი, თუ მობილიზება იქნება „ქართული ოცნების" ამომრჩევლის, მაქსიმალური მობილიზება იქნება, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს იმ საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს", განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც ასევე თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური გახდა საჭირო, მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
„ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს აუცილებლად იგებს ქალბატონი სალომე. მეორე ტური თუ შედგა და ამის ალბათობა მცირეა, მაგრამ არსებობს, თითქმის თანაბარი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის" ორ წარმომადგენელს, რომლებიც ორ პარტიას წარმოადგენენ დღეს - რაღაც ერთი ქულაა სხვაობა ბაქრაძესა და ვაშაძეს შორის.... თუ იქნება მეორე ტური, ასეთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიიღებს მონაწილეობას. არ არის ეჭვი, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი", აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.