ბიძინა ივანიშვილი: ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი, ხიბლი აქვს მისი შვილის აქცენტსაც
25-10-2018, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის მშობლებმა მოახერხეს შვილისთვის ქართული ენა შეენარჩუნებინა და შემდეგ ეს გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა თავისი შვილებისთვისაც.

 


„დღეს ჩემთვის ამაჩუყებელი იყო, რომ სცენაზე მისმა შვილმა ცრემლები ვერ შეიკავა. ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის, ჩემი აზრით, ამით ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიას, სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი, ხიბლი აქვს მისი შვილის აქცენტსაც. მე რამდენიმე წელიწადი საზღვარგარეთ ვიცხოვრე და ყველას შეგახსენებთ, რომ ძალიან რთულია, შვილებს, მოზარდებს შეუნარჩუნო ქართული ენა, მშობლიური ენა.

 


სამწუხაროდ, ემიგრაციაში ბევრი ქართველია წასული და ყველანი კარგად გაიგებენ, რამდენად რთულია, შვილს შეუნარჩუნო ქართული. ქალბატონი სალომე იცით, რისი მსხვერპლიც იყო, პირველი ემიგრაცია რატომ წავიდა. მე ძალიან მოხიბლული ვარ, თუ გნებავთ, ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს.

 


სწორედ ყველაზე დიდი სირთულე, რაც გადაიტანს მისმა მშობლებმა, რომ ქალბატონი სალომე ქართულენოვანი დარჩენილიყო და შემდეგ ქალბატონმა სალომემ შეძლო ეს თავისი შვილებისთვის. ამას ძალიან დიდი ხიბლი აქვს. სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა ქალბატონი სალომე, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი