ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, პირველად, ქართული და სომხური კერძების ფესტივალი ჩატარდა. ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ფესტივალში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, ეშტიის #1 საჯარო სკოლა, განძის #1 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის სამუსიკო სკოლა და კულტურის ცენტრი, ასევე, 4 რესტორანი 6 ინდივიდუალური მზარეული მონაწილეობდა.
„დღევანდელი ღონისძიება ჩვენს მუნიციპალიტეტში მეგობრულად მცხოვრები ქართველი და სომეხი ხელმარჯვე ქალების უნარ-ჩვებების გამოხატვის ერთ-ერთი დასტურია, რომელსაც ტრადიციული გაგრძელება ექნება", განაცხადა ნინოწმინდის მერმა, ანი მოსოიანმა.
პირველ ადგილზე ეშტიის #1 საჯარო სკოლის კოლექტივი გავიდა. მეორე ადგილი განძის #1 სკოლის ქართული ენის კლუბმა დაიკავა. მესამე ადგილის მფლობელი ნინოწმინდის სამუსიკო სკოლა გახდა, ხოლო მეოთხე ადგილი კულტურის ცენტრს ერგო.
ფესტივალში მონაწილენიც და გამარჯვებულებიც სამახსოვრო საჩუქრებით, დიპლომებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებაში კულტურის სახლის სომხური და ქართული ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.