ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ააიპ „დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური“- ს უფროსი, ილიკო გირგვლიანი და ამავე სამსახურის სპეციალისტი, აკაკი სელიმაშვილი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ მოქალაქეს, გარკვეული ოდენობის თანხა მოსთხოვეს და გამოართვეს.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გრძელდება, რაც 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.