ირაკლი კობახიძე: ამ საპრეზიდენტო კამპანიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ”
25-10-2018, 17:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„სალომე ზურაბიშვილმა წარმართა ჭეშმარიტად ევროპული სტილის, ქართული ღირსებისთვის შესაფერისი საარჩევნო კამპანია, რითიც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ის იქნება ჩვენი ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, სპორტის სასახლეში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

 


„რამდენიმე დღეში დასრულდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და საფუძველი ჩაეყრება ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას – სისტემას, სადაც პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი, ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ – სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს თავიდანვე შესთავაზა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის წარმართვა. თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო სრულიად არაევროპული და არაევროპულთან ერთად, არაქართული. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს საკუთარი და სხვისი ღირსების პატივისცემას, სიმართლის პატივისცემას, ქალის პატივისცემას. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით სრულიად უღირს კამპანიას, სიყალბეს, აგრესიასა და სიძულვილს ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს, როგორიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შეეძლო, ასეთი ღირსებით და მოთმინებით ეპასუხა მისი ოპონენტების მორალური სისუსტისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 28 ოქტომბერს, სასწორის ორ მხარეს სიყალბე და სიმართლე, მძიმე წარსულში დაბრუნების სურვილი და უკეთესი მომავლისთვის განვითარება დგას.

 


„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმართა ჭეშმარიტად ევროპული სტილის, ქართული ღირსებისთვის შესაფერისი საარჩევნო კამპანია, რითაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ის იქნება ჩვენი ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. 28 ოქტომბერს სასწორის ორ მხარეს დგას: სიყალბე და სიმართლე, საკუთარი დანაშაულის შენიღბვის სურვილით ნაკარნახევი აგრესია და სუფთა წარსულით გამყარებული ღირსება, ქვეყნის მიმართ უპასუხისმგებლობა და სამშობლოს სიყვარული, მძიმე წარსულში დაბრუნების სურვილი და განვითარება უკეთესი მომავლისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. 28 ოქტომბერს ჩვენ უნდა ავირჩიოთ სიმართლე, ღირსება, სამშობლოს სიყვარული, წინსვლა, „ქართული ოცნება“, სალომე ზურაბიშვილი. თქვენთან ერთად, ჩვენ აუცილებლად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


მისივე თქმით, მომდევნო არჩევნებამდე ორი წელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას უნდა დაეთმოს.

 


„ ამ არჩევნების შემდეგ, ორი წელი მომდევნო არჩევნებამდე ჩვენ უნდა დავუთმოთ იმ პრობლემების მოგვარებას და გამოწვევების დაძლევას, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა გახდეს არა მოდუნების მიზეზი, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევის გაათკეცების საფუძველი. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ აუცილებლად პირნათლად შევასრულებთ. გისურვეთ წარმატებას. ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს მომავალ პრეზიდენტს – ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

 


დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი