უკრაინულ ვებგვერდზე სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ალასანიას შორის სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა, რომლის ნამდვილობაც ჯერჯერობით დადგენილი არ არის. სავარაუდოდ თემურ ალასანია ამბობს: „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც სნაიპერის ვინტოვკით მოკლავს ბიძინას“.
„სანდო წყარომ რედაქციას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, КГБ-ს გადამდგარი გენერლის, თემურ ალასანიას სატელეფონო ჩანაწერი მიაწოდა.
საუბრის დროს თემურ ალასანია შეურაცხმყოფლად და სიძულვილით საუბრობს მთელ ქართველ ხალხზე და შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს“, - წერია უკრაინულ ვებგვერდზე, სადაც აღნიშნული აუდიოჩანაწერის და თანმხლები რუსული ტექსტის გამოქვეყნების თარიღი მითითებული არ არის.
ამასთან, ამავე ვებგვერდზე სხვა მასალები, - საკმაოდ მცირე რაოდენობის (ჯამში, რამდენიმე ათეული) - ყველა უკრაინულ ენაზეა განთავსებული.
თემურ ალასანია: ავადმყოფი ერია, ესაა დედამო... ერი. ამათ სანამ არ დააჯ... თავზე და დედას არ მოუტ... ვერ იგებენ ვერაფერს.
მიხეილ სააკაშვილი: ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება და...
თემურ ალასანია: მაგათი დედა მოვტყ... ქართველების მე... ეს ავადმყოფი ერი ვინ არი... ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც სნაიპერის ვინტოვკით მოკლავს ბიძინას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.