„ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო „მხილებების“ ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას“ - თემურ ალასანია გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება
25-10-2018, 17:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია ეხმაურება უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბარია, ასახული.

 


სოციალურ ქსელში, Ketino Alasania-ს „ფეისბუქ"-გვერდის საშუალებით, თემურ ალასანია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ აუდიოჩანაწერი სრული ფაბრიკაციაა.

 

 

„ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო „მხილებების” ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათა ღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბიცილები რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოთ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან რომ ოჯახი ს წევრებზე ქმნიან კომპრომატს", წერს ნათქვამია თემურ ალასანიას განცხადებაში.

 

 

სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება თავად მიხეილ სააკაშვილიც.

 

 

„ვაი, ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს..მართლა გონია,რომ მსგავსი გაცვეთილი ტყუილებით გააცურებს ხაალხს?

 


ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი მის ექვსწლიან ტყუილებს ,ქურდობებს და სიყალბეებს და ეს განაჩენი 28-ში გამოცხადდება", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვეერდზე.

 

 

უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ალასანიას შორის სატელეფონო საუბარი, რომლის ნამდვილობაც ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ჩანაწერში, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს: „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც სნაიპერის ვინტოვკით მოკლავს ბიძინას“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი