მიხეილ სააკაშვილი: ახლოვდება ძალიან დიდი ტალღა, რომელიც აუცილებლად წალეკავს ივანიშვილის ყველა გეგმას და ყველა ხრიკს ქართველი ხალხის წინააღმდეგ
25-10-2018, 18:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება „ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

 

 

სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ქართველი ხალხი 28 ოქტომბერს „უბრალოდ განწირულია გამარჯვებისთვის".

 

 

„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი გამოკითხვის შედეგებს, ეს არის ძალიან მაგარი რეზულტატი, ძალიან მაგარი მონაცემები. იმიტომ რომ, იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, ვისაც სალომე ზურაბიშვილის 30 თუ 32% აღელვებს. აქ მესამედია დაახლოებით ბაზა მყარი იდეური ქოცების. დანარჩენი, ეს არის სახელმწიფო მოხელეები, რომელთაც უბრალოდ ეშინიათ თქმა, რომ არ აძლევენ ხმას ზურაბიშვილს. მარგამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება არ მისცემენ ხმას და მოგვცემენ ხმას ჩვენ. ვაშაძე დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო ვაშაძეს რომ დაუმატო ასევე ბაქრაძის ხმები, რომელიც გარდაუვლად აქეთ გადმოვა, იმიტომ რომ გასაგებია რომ ამ ეტაპზე, ბაქრაძისთვის ხმის მიცემა პრაქტიკულად შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს, როდესაც ვაშაძეა აშკარად პირველ ადგილზე და ეს ხმები ერთად, არის აბსოლუტური უმეტესობა და ეს ნიშნავს იმას, რომ ახლოვდება ძალიან დიდი ტალღა, ძალიან დიდი ელექტორალური ტალღა, რომელიც გადაფარავს ყველა მათ გაყალბების მექანიზმს, რომელიც აუცილებლად წალეკავს ივანიშვილის ყველა გეგმას და ყველა ხრიკს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართველ ხალხს ძალიან უჭრის, პურის ფული არ აქვს და ფქვილი გამოაქვს ნისიად მაღაზიებიდან. ეს ისეთი ტალღაა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს, ზუსტად ისევე როგორც ვერ გააყალბეს მაგალითად, მალაიზიაში, ბევრად უფრო ძლიერმა ოლიგარქებმა, უკრაინაში თავის დროზე, საქართველოში თავის დროზე, სულ ახლახან მეზობელ სომხეთში. საქართველოშიც ქართველი ხალხი უბრალოდ განწირულია გამარჯვებისთვის 28 ოქტომბერს, ყველაფერი კარგად იქნება,“ ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი