თინათინ ბოკუჩავა: გვახსოვს ჰაკიმ ფაშა, ჩოკუტაევი, არაერთი ასეთი ტიპის, ვითომ ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა არ დასტურდება
25-10-2018, 19:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ გვახსოვს ჰაკიმ ფაშა, ჩოკუტაევი, გვახსოვს არაერთი ასეთი ტიპის, ვითომ, რაღაც ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა არასოდეს არ დასტურდება,“- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა უკრაინაში დარეგისტრირებულ ვებგვერდზე აუდიომასალის გამოქვეყნებას, რომელიც, ვებგვერდის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანია საუბარს ასახავს.

 


ოპოზიციის წარმომადგენელი მსგავსი ჩანაწერების გავრცელება ორი მიზნით ხსნის. თინათინ ბოკუჩავას ხელისუფლებას სურს, რომ გადაფაროს დანაშაულებრივი ქმედებები, ან ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ამომრჩეველზე წინასაარჩევნოდ ზეგავლენა მოახდინოს.

 


„ისინი, როგორც ყოველთვის გამოიყენება ორი მიზნისთვის, ერთი - რომ გადაიფაროს ამ მთავრობის ან კრახი, ან რაღაც დანაშაულებრივი ქმედება, ან ივანიშვილის სურვილით, გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ცნობიერებაზე,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 


აუდიომასალა ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. Data მონაცემებით, ეს ვებგვერდი 2015 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა სამი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო და მასალები პირველად გუშინ, ჩანაწერის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე აიტვირთა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი