ირაკლი ღარიბაშვილმა სარკინიგზო სადგურ “ძირულასთან” ახალი გვირაბი გახსნა
06-07-2015, 02:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

“საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სარკინიგზო სადგურ “ძირულასთან” ახალი გვირაბის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.


“საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული 962 მეტრი სიგრძის გვირაბი, საქართველოს მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა და "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელისგან პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.


“საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ხაშური-მოლითის 22 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. დაგეგმილია ხარაგაული-ზესტაფონის 23 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრული რეკონსტრუქცია. საერთო ჯამში 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა იგეგმება.


„იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, პორტებთან ერთად, ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და, რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს დამატებითი ტვირთის გატარების შესაძლებლობა. თავდაპირველი პროექტი ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ტვირთგამტარიანობა მცირდებოდა 50%-ით. აღნიშნული პროექტი, რომელიც ჯდება დაახლოებით 700 მილიონი ლარი, სამჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა. ჩვენი ქვეყნის მთავარი პოტენციალი არის ადგილმდებარეობა, რომლის გონივრული გამოყენებაა აუცილებელი. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა სწორედ მსგავსი პროექტის მეშვეობით უნდა მოხდეს,“-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


მისივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაიჭრება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც საქართველოში რკინიგზის არსებობიდან დღემდე გვაქვს. კერძოდ, შესაძლებელი იქნება ერთლიანდაგიანი მონაკვეთის ორლიანდაგიანად გადაკეთება.


“საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულება 700 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება. შემცირდება ეკოლოგიური რისკები მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი