დონალდ ტრამპმა შესაძლოა ჯარები გაგზავნოს აშშ-მექსიკის საზღვარზე, რათა ცენტრალური ამერიკის ქვეყნების მიგრანტთა ქარავნების მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლა აღკვეთოს
26-10-2018, 10:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა 1 000 ჯარისკაცი გაგზავნოს აშშ- მექსიკის საზღვარზე, როგორც ამას „როიტერსი“ ოფიციოზზე დაყრდნობით იტყობინება და ტრამპის ეს ნაბიჯი ცენტრალური ამერიკის ქვეყნების მიგრანტთა ქარავნების მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლის ალაგვმას უკავშირდება.

 


„მე გამოვყოფ სამხედროებს ამ ეროვნული საგანგებო მდგომარეობისთვის. ისინი შეჩერებული იქნებიან!“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


ხუთშაბათ ღამით, რამდენიმე ათასი მიგრანტი, რომლებიც შეერთებული შტატებისკენ მიემართება, აშშ-ის საზღვრიდან დაახლოებით 1 610 კმ-ით დაცილებულ მექსიკურ ქალაქ პიჯიჯიაპანში დაბანაკდა.

 

„რაც არ აუნდა თქვას ტრამპმა, ის ჩვენ ვერ შეგვაკავებს და უკან ვერ გაგვაბრუნებს“, განაცხადა დენის ომარ კონტრერასმა, ქარავანის ორგანიზატორმა ჰონდურასიდან და დაამატა: „ჩვენ გამოქცეული ვართ ჩვენი ქვეყნიდან. თუკი დავბრუნდებით ჰონდურასში, შეიარაღებული ყაჩაღური დაჯგუფებები ალბათ მოგვკლავენ“.

 


ტრამპი და მისი პარტნიორი „რესპუბლიკელები“ ცდილობენ ქარავანი და იმიგრაცია მთავარ საკითხებად წარმოაჩინონ 6 ნოემბრის არჩევნების წინ, რომელშიც „რესპუბლიკელები“ კონგრესზე კონტროლის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

 

 

ტრამპი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შედგომიდან ინარჩუნებს მკაცრ მიდგომას მიგრაციის საკითხზე, განიხილავს გეგმას, აკრძალოს სამხრეთ საზღვრიდან მიგრანტების შესვლა და უარი უთხრას მათ თავშესაფრის მიცემაზე, წერს „როიტერსი“.

 


აშშ-ის ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტმა შესაძლოა მოითხოვოს 800-დან 1000 აქტიური-სრულ განაკვეთზე მომუშავე ჯარისკაცის განლაგება მექსიკის საზღვარზე, განაცხადა ანონიმურობის დაცვით ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

 


აშშ-ის სამხედროებს აკრძალული აქვთ განახორციელონ სამოქალაქო სამართალდამცავი ძალების ფუნქციები ამერიკულ მიწაზე, თუკი ეს კონგრესის მიერ არ არის ნებადართული.

 

 

ამჟამად სამხრეთის საზღვრის გასწვრივ 2 100 ეროვნული გვარდიის წარმომადგენელია განლაგებული, მაგრამ ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტის თხოვნამ შესაძლოა ფართომასშტაბიანი, აქტიური-სრულ განაკვეთზე მომუშავე სამხედრო ძალების განლაგებამდე მიგვიყვანოს, რათა მხარდაჭერილი იყოს საზღვრის დაცვის მისია ტრამპის მთავარსარდლობით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი