დავით ზალკალიანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შეხვდა
26-10-2018, 11:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შეხვდა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები, ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

 

 

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებზე.

 

 

განხილულ იქნა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. დავით ზალკალიანმა ჯონ ბოლტონს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარება. ჯონ ბოლტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ტრამპის ადმინისტრაციის ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე და რეგიონის მნიშვნელობაზე გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

 

 

რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს განსაკუთრებული პარტნიორისა და მოკავშირის მზარდ როლს.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ გაწეული კონტრიბუცია გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი