„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რაც იყო ჩანაწერებში, რომელთა ავთენტურობაც არ დადასტურდა, „რუსთავი 2" იმასაც დამახინჯებულად გადმოსცემდა.
„ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ყიფიანი მივიდა ოფისში ფარცხალაძესთან, შეაგინა და ფარცხალაძემ დაარტყა თუ სცემა. იმასაც ცდილობდნენ, რომ ორი მონაწილე როგორმე ჩემამდე მოეყვანათ და ესეც არ იკვეთება, რომ ჩემამდე მოვიდნენ. მე არ ვიცი რეალურად რა მოხდა. დავიფიცებ ვისთანაც გინდათ და როგორ გინდათ. არც საქმე არ გამირჩევია, როგორ უნდა გამერჩია, როგორ წარმოგიდგენიათ და მერე, რატომ დავუჭერდი, თუ ასე წავიდოდა თანაბარ სიტუაციაში, ფარცხალაძეს მხარს, როდესაც ყიფიანი იყო ჩემი კუმირი - დათო ყიფიანი. მთელი ჩემი თაობა შეყვარებული იყო თბილისის დინამოზე და დათო ყიფიანზე და მეც არ ვიყავი გამონაკლისი. რატომ დავუჭერდი ფარცხალაძეს მხარს? თუ ამის მსგავსი იყო. თვითონ ის ფაქტი, რომ რეკეტი მიდის ჩემგან ორგანიზებული - რასაც გადმოსცემდნენ - მე ამ საქმეებს ვარჩევ - ეს არაფერი იქ არ ისმოდა. გაუპატიურება ახსენეს, გაუპატიურებას ცდილობდნენო - არსად არ აისახება ეს. არ აისახება არც იმ ჩანაწერებში და არც ყიფიანის შემდგომ ჩვენებებში, რომელიც შემდგომ პროკურატურამ გამოაქვეყნა. ასე ამახინჯებდნენ", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.