ძალიან ბევრი ახალი სახე შემოვა პარტიაში, განსაკუთრებით რეგიონებში. „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერია განაწყენებული და აქაც მე გპირდებით აღვადგენ სამართლიანობას“, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
მის თქმით, გუნდში ვერტიკალი იყო სუსტი, რაც ერთ წელიწადში სრულად გაძლიერდება და იგი პირველ რიგში „პარტიის გამაგრებაზე იზრუნებს“.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა არის ძალიან რთული.
„ჩვენ ვსაჭიროებთ ახალ იდეებს, რომ სიღარიბე დავძლიოთ ძალიან სწრაფად“, თქვა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.