„ქართული - ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ომეგა ჯგუფის" საქმეზე გასაჯაროვებულ ფარულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სპორტის ყოფილ მინისტრზე, ლევან ყიფიანზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, გაბრაზებულია.
საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრისას, ჟურნალისტის შეკთხვას - თქვენ გგონია, რომ ზაზა ოქუაშვილი სპორტის ყოფილი მინისტრს, ლევან ყიფიანს მხატვრულ კითხვაში ამეცადინებდა? და ის ყველაფერი, რაც ჩვენ ჩანაწერებში მოვისმინეთ რეალობასთან არ არის ახლოს? მაშინ, ეს ადამიანი - სპორტის ყოფილი მინისტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში იყო, არ არის ჯანმრთელი, თუ ასეთ სისულელეებს ლაპარაკობდა. ასეთი ადამიანი როგორ იყო სპორტის მინისტრი? - ივანიშვილმა ასე უპასუხა:
„ამ კაცზე მე მაქვს მსგავსი პრეტენზიები და ვარ ძალიან გაბრაზებული. როგორ იყო ეს კაცი მინისტრი?! ჩემ დროს იყო მინისტრი და ჩემი დანიშნულია. ვთქვა, რომ ცუდად ასრულებდა, ვერ ვიტყვი და მაგალთებიც არ არსებობს ამის. მაგრამ ის განცხადებები, რასაც ეგ აკეთებს, თუნდაც პროკურატურაში, ისეთივე სანდოობას იწვევს ჩემში, როგორც ეს ჩანაწერები, თუ გნებავთ ჩემი დამოკიდებულება ყიფიანთან. უაღრესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ - რას აკეთებს? რას ლაპარაკობს? ან ამ ინტერვიუში, რაც აბსოლუტუად არ არის შესატყვისობაში სიმართლესთან. ყიფიანს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჩემთან ევლო - ან ფარცხალაძეს - და მაგათი ჩხუბები მე მერჩია. ამის ფუფუნება მე არ მაქვს - როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, ვიღაცები ბიზნესში წაეკიდნენ და მორბიან ჩემთან და საქმეები ვარჩიო - ეს რუსთავი 2-ს სჯერა მხოლოდ, მაგრამ თქვენ ეს როგორ წარმოგიდგენიათ, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. რატომ ახსენებს ეს კაცი ამას, ჩემს სახელს როგორ ახსენებს, თუმცა, არ ახსენებს პირდაპირ რომ ჩემთანა ამოვიდა, მაგრამ მინიშნებით შეიძლება ვიფიქროთ ასე".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.