თბილისში, აფაქიძის #13-ში მდებარე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართულის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილები აღნიშნულ ობიექტზე მომუშავე მუშები არიან.
ინფორმაციას სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში. როგორც დეპარტამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, სამი ცხედარი ნანგრევებიდან ამოყვანილია. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი მუშა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამუშაოებს შპს "ტიფლის ბიზნესცენტრი" ახორციელებდა. ამ შენობაში ბიზნესცენტრები უნდა განთავსებულიყო. მიმდინარეობდა შენობის დემონტაჟი. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა განუცხადა, სამუშაოების დროს ჩამოინგრა შენობის მეოთხე სართული.
"მეოთხე სართულიდან დაიწყო ნგრევა. ჩამოინგრა მესამე სართულიც და მუშები პირველ სართულზე აღმოვაჩინეთ. დაღუპულია სამი ადამიანი, ერთი მუშის გადარჩენა მოვახერხეთ. სხვა დაშავებულები ამ დროისთვის არ არიან. ჩვენ ვრჩებით ადგილზე, რადგან არსებობს საფრთხე რომ ნგრევა კიდევ მოხდეს", - განაცხადა დავით გელაშვილმა.
შენობის ჩამონგრევის მიზეზები, ჯერჯერობით უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.