ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერზე: ასე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია - უკაცრავად და ვიტყვი, რომ მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ
26-10-2018, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უკრაინულ საიტზე, სავარაუდოდ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება.

 

 

პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მის ლიკვიდაციაზე წამსვლელები არიან, თუმცა, ამის თავი არ აქვთ.

 

 

„მე იმ ჩანაწერების არ მჯერა, სანამ ავთენტურობა არ დამტკიცდება, რაც გუშინ გამოვიდა და რაზეც საუბრობდნენ პრეზიდენტი და მისი ბიძა, თუმცა, არაფერი არ მიკვირს. არ მიკვირს, თუნდაც ის ჩემთან დამოკიდებულებით - ნახეთ გვარამიას გამონათქვამი კვესიტაძესთან ერთად - რა სიტყვებს ხმარობს ჩემზე და როგორ ცდილობს. რომ ესენი ამაზე არიან წამსვლელები, ეს ეჭვს არ იწვევს, მაგრამ უკაცრავად და ვიტყვი, რომ მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ. ასე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია - რაზეც გვარამია ოცნებობს. საკუთარ თავს უკეთებენ ეს უბედურები ყველაფერს და ვერ გრძნობენ. მაგათ მაშინ ჰქონდათ, მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, მთელი სახელმწიფო ბერკეტი მათ ხელში რომ იყო, მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს, მაშინ აუპატიურებდნენ, მაშინ კლავდნენ, მაშინ ჩადიოდნენ ყველაფერს - ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ. ეგრე არ არის - არც იფიქროთ, გულშიც არ გაივლოთ. არა, წამსვლელები რომ არიან, კი ბატონო, ეჭვს არ იწვევს", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრისას.

 

 

უკრაინულ ვებგვერდზე სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ალასანიას შორის სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა, რომლის ნამდვილობაც ჯერჯერობით დადგენილი არ არის. სავარაუდოდ თემურ ალასანია ამბობს: „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც სნაიპერის ვინტოვკით მოკლავს ბიძინას“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი