მომავალი წლის გაზაფხულიდან აბასთუმანში მხოლოდ ელექტრო ავტომობილები ივლის, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
„აბასთუმანში, რომელშიც მე სამი კვირით ვიყავი წელს, აბასთუმანში მინდა გაზაფხულშივე ეს ექსპერიმენტი დავიწყო, რომ აბასთუმანი მხოლოდ ელექტრომანქანების რეგიონი გახდეს. მე, საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება და იქ ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას, რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები და ჩვენ ამას კარგად გავაპიარებთ ტურიზმის მხრივ... ბევრს ვუყიდი, ბევრს სხვა მხრივ დავეხმარები, რომ გამოცვალონ ის, ნუ აქ ამას ვერ მოვყვები გადაცემაში და ამის იქეთ კიდევ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ და ვაპირებთ ხელისუფლებასთან ერთად, პირადადაც, რომ ჩვენ შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ ჩვენ გვაქვს რეგიონი უსუფთავესი. ძალიან, ძალიან, როგორ გითხრათ, არაორდინალურია აბასთუმანი. მსოფლიოში არ არის მსგავსი.
ამას რომ დაემატება ჩვენი მხრიდან, იქ ობსერვატორიაზე ზრუნვაც მიდის ცალკე და გაისიდან მე ვაპირებ, თუ მოვახერხე, აბა ვნახოთ, როგორ გამომივა. ცალკე ვაკეთებთ მანქანების სადგომს დიდს, შესასვლელშივე და იქიდან ელექტრომანქანები... ადგილობრივებს ცალკე დავეხმარებით და მე მგონი, მოვახერხებთ. ბევრი ხალხი არ ცხოვრობს აბასთუმანში - მე მგონი, 800 ოჯახია და მე მგონი მოვახერხებთ შევქმნათ პრეცედენტი, რომ გაისად, გაზაფხულიდან აბასთუმანი იქნება ასეთი და 10 წლის შემდეგ, საქართველო, თუ ყველაფერი სწორად განვითარდა, პირველი ქვეყანა იყოს, რომ ამ დოზით მოვასწროთ მანქანების შეცვლა“, განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.