ბიძინა ივანიშვილი: თუ ეს სწორია, რომ ეკა გიგაურმა სპეცრაზმელებს პრემიები გადაუხადა, მან უნდა დატოვოს სამოქალაქო სექტორი
26-10-2018, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „საერთაშორისო გამჭივრვალობა -საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, იმ შემთხვევაში თუ აღიარებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელებს პრემიები გადაუხადა, ურჩევს, რომ დატოვოს სამოქალაქო სექტორი.

 

 

როგორც ივანიშვილმა საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა, სამოქალაქო სექტორს ეკა გიგაურის „ყოფნა" ძალიან აზიანებს.

 

 

„ეკა გიგაურს მე შევახსენებდი და შევახსენებ საზოგადოებას, უკვე სამი წელიწადია, სასამართლოში არ ცხადდება მისსავე დაწერილ საჩივარზე. მან უჩივლა გოგა ხაინდრავას, რომ  არასწორად მოიხსენიებს გოგა ხაინდრავა მას, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა რომ  მოხდა, ეკა გიგაური ხელს აწერს - სასამართლოში წარდგენილია საბუთები - 183 თუ 190 სპეცრაზმის თანამშრომელს ეკა გიგაური უწერს პრემიებს და არც პატარა პრემიებს - 1 500, 1 300, 1 700 ლარი. ეკა გიგაური, რომელიც დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო იმ შემთხვევაში, 7 ნოემბერს ხომ მოხდა დარბევა, თუ არ მეშლება 14 ნოემბერს თუ 15 ნოემბერს პრემიებს გასცემს და 21 ნოემბერს ეკა გიგაური ღებულობს ვადაზე ადრე კაპიტნის წოდებას - მერაბიშვილი ანიჭებს კაპიტნის წოდებას. ეს უთხრა გოგა ხაინდრავამ მას თავის დროზე. ლეიტენანტიც არ იყო იმ პერიოდში და უეცრად კაპიტანი ხდება. ახლა, ეს ქალბატონი დღემდე რომ ვერ ჩერდება ვერაფრით რა და ამ დროს, ეს წარსული მისია, ჩემი არ არის. სასამართლოში არ ცხადდება. იცის, რომ სასამართლოს ეს საბუთები უდევს, მან უჩივლა გოგა ხაინდრავას ცილისწამებისთვის. უკვე რამდენიმე პროცესი იყო, არც ერთზე არ მიდის ეს ქალბატონი იმიტომ, რომ იცის, რომ ეს სწორია. და თუ ეს სწორია, რომ მან სპეცრაზმელებს პრემიები გადაუხადა, მაგას რა უფლება აქვს, რომ საზოგადოებაში არის?! ჩემი რჩევა იქნებოდა კიდევ ერთი, თუ ის პატივს სცემს სამოქალაქო საზოგადოებას, არა მე.... ეკა გიგაურის იქ ყოფნა ძალიან აზიანებს ამ სექტორს. მან კეთილი ინებოს, და თუ აღიარებს, რომ ეს ასე იყო, მან უნდა დატოვოს ეს სექტორი და საშუალება მისცეს, რომ ასეთმა ადამიანმებმა არ დაუკარგონ ხიბლი სამოქალაქო სექტორს", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი