„ხუხაშვილი გახლავთ უნიჭო ექსპერტი", აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, ხუხაშვილი „სადაც შეიძლებოდა, ყველას მიეკედლა - ბოლოს კი, „ნაციონალებთან" გაფორმდა".
„ყველგან და ყველაფერი მოიარა. ძალიან ცუდად მოიქცა და ჩემთან აღარ შემოესვლება მაგას ძალიან დიდი ხანია. სადაც კი შეძლებოდა ყველას მიეკედლა და საბოლოო ჯამში, „ნაციონალებთან" გაფორმდა მაგის პოზიციიდან გამომდინარე. მე არ ვიცი ახლა, ხელფასს უხდიან, არ უხდიან, მაგრამ პოზიციას, რასაც ეგ დღეს იჭერს, ერთი ერთზე ასხამს „ნაციონალების" წისქვილზე წყალს, მაგრამ მაგის არავითარი პრობლემა არ გვაქვს.
მაგას ერთი პერიოდი ილუზია ჰქონდა, რომ ეგ მართავდა ყველა პროცესს, ამ დროს, რომ ვიხსენებ მაგის გამონათქვამებს, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია. შევახსენებ მას ერთ-ერთ ბოლოს - წინა საპრეზიდენტო არჩვენებზე, სადაც მარგველაშვილი დომინირებდა და მე უკვე მაგის ანალიზს აღარ ვისმენდი და ლამაზად ვწევდი, რომ არ მეწყენინებინა, მაინც გამალებით მიაღწია, ჩამოვიდა ურეკში ჩემთან და იქ დავუხურე პრინციპში მაგის ანალიზი, თუმცა, ურთიერთობა არ შემიწყვეტია.
როდესაც მარწმუნებდა, რომ ორი ვერსია აქვს, თუ რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ბურჯანაძე, იქ მკვახედ ვუთხარი, რომ ორივე ვერსია შენთვის დამითმია, მე მაგაზე დროს რ დავხარჯავ, რომ მოგისმინო-თქო. ასეთი ანალიტიკოსია და ასეთი ექსპერტია გია ხუხაშვილი. მორალთან დაკავშირებით კი, სად წავიდა და როგორ წავიდა, ყველა მოიარა და ყველაფერი მოატყავა, თავში ჰქონდა ილუზია, რომ მე კი არ ვალაგებდი, ეგ ალაგებდა ყველაფერს, მოიქცა უღირსად და არც შემომიშვია და არც შემოვუშვებ და ეს მისი ბრალეულობა იყო. იმის იქეთ, ნაცვლად იმისა, რომ დაელაგებინა და გაესწორებინა, სადაც კი შეიძლებოდა დესტრუქცია, ყველგან მიდიოდა და დღვანდელი მაგის პოზიცია ერთი ერთზე „ნაციონალური" მოძრაობის პოზიციას ამყარებს - ეს ასე ჩანს", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.