ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბერძნეთში შექმნილ ვითარებას საქართველოზე გავლენა აუცილებლად ექნება.
"წინა წლის 5 თვის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები, დაახლოებით, 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა. მაისში ეს იყო, დაახლოებით, 2.4 მილიონი დოლარი. ეს მთლიან ბალანსში დიდი რიცხვი არ არის. მთლიან ფულად გზავნილებში საბერძნეთიდან შემოსული თანხის პროცენტული მაჩვენებელი, დაახლოებით, 15-16%-ი, თუმცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად შემცირების შემდეგ ეს პროცენტი დაახლოებით, 19-20%-ზე ავიდა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ საბერძნეთის ეკონომიკაში უკვე საშუალოვადიანი უარყოფითი ტენდენცია გაჩნდა, იქ დასაქმებულ ადამიანებს სხვა სამსახურის შოვნა მოუწევთ, "რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.