ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. სარალიძე, რამდენიმე წუთის წინ შეუძლოდ გახდა, რის გამოც, მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
„მე, როდესაც აქ გამოვცხადდი, ზაზა სარალიძე იყო მძიმე მდგომარეობაში. მას აქვს ემოციური ფონიც და გარდა ამისა, ის მთელი დღის განმავლობაში საკვებს გარეშე იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია შაქრის მაღალი დონე და მაღალი წნევა, შესაბამისად, სასწრაფოს გამოძახება მოვითხოვეთ. სასწრაფო მოსულია, იმყოფება უკვე შენობაში, შემოწმება მიმდინარეობს და გადაგვყავს კლინიკაში, რადგან აქვს ძალიან მაღალი შაქარი. თავად ზაზა სარალიძის განმარტებით, მან მოითხოვა, რომ ადვოკატი დასწრებოდა შემოყვანის პროცედურას, თუმცა ამის მიუხედავად, მე არ დამასწრეს, არ დაუძახიათ და არ ვიმყოფებოდი შემოყვანის პროცედურების დროს. მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა ეს რამდენად საფუძვლიანია, ამას ჩვენ გავარკვევთ და შესაბამისი არგუმენტები გვექნება", განაცხადა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სარალიძე დღეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.