„ბიძინა ივანიშვილმა ზაზა სარალიძეზე თავდასხმით მისი დაკავების პირდაპირი ბრძანება გასცა“ - გაერთიანებული ოპოზიცია სარალიძის გათავისუფლებას მოითხოვს
26-10-2018, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრუწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის დაკავებას გაერთიანებულ ოპოზიციაში ეხმაურებიან. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმზღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, საკუთარ გამოსვლაში სარალიძეზე თავდასხმისას, მისი დაკავების პირდაპირი ბრძანება გასცა.

 

 

„50 დღის მანძილზე პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიოდა ხელისუფლების დავალებით შსს ზაზა სარალიძესთან მიმართებაში და დღეს საკუთრ გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა ზაზა სარალიძეზე თავდასხმით მისი დაკავების პირდაპირი ბრძანება გასცა. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული შვილმოკლული მამა, რომელიც ერთადერთ რამეს ითხოვს, ითხოვს საკუთრი შვილის მკვლელობის და მფარველების დასჯას, რაც არის სამართლიანი მოთხოვნა, და ჩვენ მის გვერდით ვდგავართ", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრისას, განაცხადა, რომ ზაზა სარალიძე ადგილს უნახავს „ნაციონალებს" მიტინგზე.

 

 

„ასე არ შეიძლება პოლიტიზირება. ის, რომ ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას,“ ეს ხომ ყველამ ვიცით. ის კარავი რისთვის დგას ხომ ვიცით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა, კომისია თუ რა. მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. ეს არის ხელწერა ახალი ხელისუფლების....

 

 

მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის, არ არის ეს ზეწოლა ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა. ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული, დაველოდოთ, დაველოდოთ სასამართლოს ვაცადოთ. რად უნდა ის კარავი რომ ააგო იქ. გეკითხებით ყველა ჟურნალისტს და საზოგადოებასაც, სამდღიანი მიტინგი ჰქონდა გამოცხადებული რუსთაველზე. შემთხვევით გადადეს? ზაზა სარალიძე უკაცრავად ვარ და პირველი იყო იმ მსხვერპლში, რასაც ეგენი გეგმავდნენ და აბა, წარმოიდგინეთ რა ტრაგედია დატრიალდებოდა. რატომ გეგმავდნენ სამდღიან მიტინს? აბა, მითხარით, ტყუილად გეგმავდნენ? სამართალდამცველებმა მოახერხეს, რაღაც იქ პრევენცია გაუკეთეს და გადაიდო პროცესი. აი, რატომ დგას რუსთაველზე და სად ჩანს იმის ხიფათი, რომ სამართალი სწორი მიმართულებით არ ვითარდება. ის, რომ რუსთაველზე ის ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას, რუსთაველი აქვს დაკავებული მივა და აქ განავითარებენ", განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი