ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის დაკავების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის დედა მივიდა. როგორც დაკავებულის დედამ, მარინა ბეგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, საპროტესტო აქციებში ის ჩაერთვება.
„მართალია, ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ - ზაზა მარტო არ არის. მე ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა. ყველანაირად ჩავერთვები აქციაში. ზაზას მხარს ყოველთვის უმაგრებდა ჩვენი ოჯახი და ახლაც გავაგრძელებთ ასე", განაცხადა მარინა ბეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სარალიძე დღეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
დაკავებული, რომელიც დაკითხვაზე გადაიყვანეს, შეუძლოდ გახდა, რის გამოც, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.