„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ზაზა სარალიძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. ბაქრაძე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„ეს ადამიანი გახლავთ სისტემური უსამართლობის მსხვერპლი. ეს ადამიანი გახლავთ მსხვერპლი დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც ხელს აფარებს მისი შვილის მკვლელებს. ეს ადამიანი ხუთი თვეა, მათ შორის, ამ წვიმასა და სიცივეში დგას ქუჩაში და ეძებს სიმართლეს და საკუთარი შვილის მკვლელების დასჯას, ამიტომ, მისი პროვოცირება და მასზე შეტევა, მისი დისკრედიტირება, თუნდაც იმის გამო, რაც ნებისმიერი სხვა პიროვნების მხრიდან იქნებოდა მიუღებელი, მე მიმაჩნია მიუღებლად. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ზაზა სარალიძე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სარალიძე დღეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
დაკავებული, რომელიც დაკითხვაზე გადაიყვანეს, შეუძლოდ გახდა, რის გამოც, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.