საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე, რომელსაც საბჭოს ცხრა წევრიდან შვიდი ესწრებოდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ირინა ფუტკარაძე ხუთი ხმით აირჩია, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ირინა ფუტკარაძე მანამდე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. შესაბამისად, ვაკანტური გახდა ეს პოზიცია. დღევანდელ სხდომაზე გაიმართა კენჭისყრის პროცედურა. მოადგილეობის კანდიდატებად გამოვლინდა საბჭოს ორი წევრი ქეთევან მსხილაძე და იზაბელა ოსიპოვა. იზაბელა ოსიპოვამ ექვსი ხმა, ქეთი მსხილაძემ კი ერთი ხმა მიიღო.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.