თბილისში, აფაქიძის 13 ნომერში მომხდარი ფაქტი ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
"მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა. საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული. ყველა, ვინც არის დამნაშავე, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ადგილზე არებულ ვითარებას გაეცნო.
ამასთან, როგორც არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ნინო ღოღობერიძემ განაცხადა, პროექტს, რომელიც აფაქიძის ქუჩაზე ხორციელდებოდა, სრულად ჰქონდა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დასკვნები. მისივე ინფორმაციით, დასკვნაში მკაფიოდ ეწერა, რომ შენობის რეკონსტრუქცია ზიანს არ ახდენდა ახლოს მდებარე შენობებზე.
აფაქიძის #13-ში, გამოთვლითი მათემატიკის შენობის ჩამონგრევის შედეგად დრეს სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.