I ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა. ერთი კვირის მანძილზე, სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედროები პირობითად მტრის ზურგში მოქმედებდნენ და ბოლოს ფრონტის ხაზის გადაკვეთით საკუთარ ძალებს შეუერთდნენ. სწავლების დროს მათ სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა შეასრულეს, მათ შორისაა რეიდი, ჩასაფრება, კონტაქტზე და არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირება, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახება, ტაქტიკური გადაადგილება ღამით, სამალავის დაკავება და მოქმედება სამალავში.
საველე წვრთნის მიზანს ტაქტიკური ამოცანების დროს ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება წარმოადგენდა. სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედებები I ქვეითი ბრიგადის შტაბის დამკვირვებლებმა შეაფასეს.
I ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა რთულ ლანდშაფტზე, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ჯამში დაახლოებით 70-კილომეტრიანი მარშრუტი დაფარა და რამდენიმე ათეული ტაქტიკური ამოცანა შეასრულა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.