თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში კანადის ახალ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ტოდ ბრეითვეითს უმასპინძლა. გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა კანადელ სტუმარს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება. მან კანადურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის რაც კანადამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში გამოიჩინა, მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სამხედრო-განათლების სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას.
შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრო.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.