თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს. ამჟამად, ერთი მცირე, ერთი კი მოზრდილი კარავია გაშლილი.
ცოტა ხნის წინ, პოლიციამ მათ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა და მცირე ინციდენტი მოხდა.
პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ სარალიძის დაკავებას აპროტესტებენ.
აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სამართალდამცველების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ზაზა სარალიძე დღეს დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.