შენობების ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ სტანდარტებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
27-10-2018, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო შენობების ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებული სტანდარტების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სამშენებლო-ტექნიკური კომიტეტის წევრები და დარგის ექსპერტები.

 

 

თავის გამოსვლაში, ირმა ქავთარაძემ განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, რომლისთვისაც აუცილებელია სტანდარტების შერჩევა და დანერგვა. მან ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესებში დაინტერესებული მხარეებისა და აკადემიური სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა.

 

 

სტანდარტებზე ინტენსიური მუშაობის მიზნით და გასაწევი სამუშაოს დიდი მოცულობიდან გამომდინარე, შეხვედრაზე თემატური მიმართულებების მიხედვით მუშა ქვეჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პროცესში ასევე ჩაერთვება უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი. ისინი კონსულტაციებს გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამუშაო ჯგუფებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

საქართველო „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრი ქვეყანაა 2016 წლიდან, რომლის შედეგადაც ქვეყნისთვის სავალდებულო გახდა შენობების ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა, ხოლო მათი აღსრულების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ევროსტანდარტების დანერგვა სამშენებლო სექტორში.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი