დავით ბაქრაძე: ძალიან ბევრი უცხოელი დამკვირვებელია ჩამოსული - ეს არის ერთ-ერთი პირობა, რომ არჩევნები არ და ვერ გაყალბდება ხელისუფლების მხრიდან
27-10-2018, 11:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებან. „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის თქმით, უცხოელ დამკვირვებლებთან შეხვედრაზე საქართველოში ჩამოსული ბევრი დამკვირვებელი ნიშნავს, რომ არჩევნები ვერ გაყალბდება.

 

 

„ძალიან ბევრი უცხოელი დამკვირვებელია ჩამოსული, რაც ძალიან კარგია და ეს არის ერთ-ერთი პირობა, ბევრს სხვა პირობასთან ერთად, რომ არჩევნები არ და ვერ გაყალბდება ხელისუფლების მხრიდან. მთავარია, მოვიდეს ამომრჩეველი და გამოხატოს საკუთარი ნება.

 

 

დამკვირვებლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, რა არის ჩვენი პარტიისა და ჩემი, როგორც კანდიდატის პროგრამა, ჩვენი მიდგომა ამ არჩევნების მიმართ და რატომ არის მნიშვნელოვანი ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოსთვის. ნორმალური, კარგი, სუფთა არჩევნები ქვეყანას წაიყვანს წინ.

 

 

მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ხვალინდელ დღეს და დარწმუნებული ვარ, ხვალ გვექნება არჩევნები, სადაც ჩვენი მოსახლეობა გამოხატავს საკუთარ ნებას, ამ ყველაფრის შედეგად საქართველო წავა წინ და გვექნება საიმედო ხვალინდელი დღე“, განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი