ახალგაზრდა, რომელიც თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ნგრევისგან მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, 18 წლის იყო. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, კიდევ სამი დაღუპული მამაკაცის ასაკი საშუალოდ 35-40 წელია.
კომპანია "ტიფლის ბიზნეს ცენტრში", აფაქიძის 13-ში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილების ვინაობას ჯერ არ ასახელებენ, რადგანაც კომპანიას გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ოჯახებისთვის ამ დრომდე არ მიუწოდებია.
თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის 13 ნომერში დღეს შენობა ჩამოინგრა. სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. შენობა კომპანია "ტიფლის ბიზნეს ცენტრს" ეკუთვნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.