საპარლამენტო უმცირესობის წევრები გამოვდივართ ინიციატივით და მზად ვართ, თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს, რომ ის იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული, აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.
მისი შეფასებით, ზაზა სარალიძის დაკავება სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებს სცილდება.
„ზაზა სარალიძის დაპატიმრება იყო გამოცხადებული პროვოკაციის ქრონიკა სახელმწიფოს მხრიდან. ხუთთვიანი პროვოცირების, დისკრედიტაციის, შევიწროვების შემდეგ, ხელისუფლებამ მოძებნა საბაბი, რომ დაეპატიმრებინა ზაზა სარალიძე. მიმაჩნია, რომ იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელიც უკვე ხუთ თვეზე მეტია ქუჩაშია, ეძებს სიმართლეს და მოითხოვს, დაისაჯონ მისი შვილი მკვლელები და მათი მფარველები - ადამიანები, ვისი სახელებიც დოკუმენტურად ცნობილია, ამ ადამიანის დაპატიმრება სცილდება სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებს და წარმოადგენს მორალურ ტესტს ჩვენი საზოგადოებისთვის", განაცხადა დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.
მანვე, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუწოდა, რომ გაითვალისწინოს პარლამენტის წევრების თავდებობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.