„ლეობორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, „ასეული ათასობით ქართველი გამოვა ქუჩაში".
ნათელაშვილმა, რომელიც ამ წუთებში მხარდამჭერებს ხვდება, მოსახლეობას არჩევენზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მე მინდა მივმართო ყველა ამომრჩეველს, ვინც ხვალ მივა - არავინ არ დარჩეს სახლში - მაგრამ არ გასცეთ პასუხი ეგზიტპოლებს, როცა შეგეკითხებიან ვის მიეცით ხმა. ეგზიპოლებით აპირებენ გაყალბებას ყველა მოწინააღმდეგე ჩვენი ძალები, ამიტომ - უარი ეგზიტპოლებზე პასუხს. პასუხს გავიგებთ ჩვენ საღამოს და პასუხს გაიგებს ხელისუფლება მაშინ, როდესაც ასეული ათასობით ქართველი ქუჩაში გამოვა და მათ წალეკავს თუ გააყალბებენ", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.