სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გორში მოკლული 9 წლის გოგონას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ბატონ მიქაელს და ქალბატონ ნათია ბერიაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - დიდია განსაცდელი და მწუხარება მომხდარს გამო. ამ ფაქტმა შეძრა არა მარტო გორი, არამედ მთელი საქართველო. ვფიქრობთ, ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის შემდეგაც რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას საზოგადოების დაცულობის ასამაღლებლად, ძალადობის ასალაგმად, მომავალი თაობის დასაცავად.
მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა გამოვხატო თქვენდამი თანაგრძნობა და ამასთან გითხრათ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია. დარწმუნებული ვარ, პატარა ნანა ღვთის საუფლოს მკვიდრი გახდა და იგი თავისი ლოცვებით უფლის წინაშე შეგეწევათ, განგამტკიცებთ განგაძლიერებთ თქვენც და სხვებსაც. ღმერთმა დაგლოცოთ და ურყევი რწმენით აღგავსოთ. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ნანას უკვდავი სული", ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.