გაერთიანებული ოპოზციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმალურად პატიოსნად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს".
„ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ეს ძნელი განსახორციელებელია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ხალხმა ობიექტური ინფორმაცია მიიღოს, როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, რამდენად არათანაბარი იყო პირობები, რამდენად არათანაბარი იყო დაფინანსება. როგორ არის ბიზნესი დაშინებული, რომ მხარი არ დაუჭიროს გაერთიანებულ ოპოზიციას. როგორ არიან მოქალაქეები დაშინებული, რომ თავისი აზრი არ გამოხატონ და რაც ყველაზე მთავარია, რამდენი ხანია, გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-დან ითხოვს ამომრჩევლების სიას. ამაზე დიდი აბსურდი, იმ აბსურდისტანში სადაც ვცხოვრობთ, არ გამიგია", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.